en
ge

ტრენინგი პროექტის ციკლის მართვა „ლიდერთა აკადემია“ ფარგლებში

იმერეთი. მიმდინარე წლის 26-28 ოქტომბერს პროექტის – „ლიდერთა აკადემია"– ფარგლებში, რომელსაც პოლონური ორგანიზაცია „ფონდი მდგრადი განვითარებისათვის" ახორციელებს ტყიბულის განვითარების ფონდთან, ასოციაცია CENN-თან, „ელკანასთან" და შავი ზღვის ეკო-აკადემიასთან თანამშრომლობით, ჩატარდა  ტრენინგი პროექტის ციკლის მართვაზე ქედას მუნიციპალიტეტში. 
ტრენინგს ესწრებოდნენ  ზემოთ აღნიშნული პროექტის ბენეფიციარები ქედის, ამბროლაურის, ჭიათურის, ტყიბულის, თერჯოლის მუნიციპალიტეტებიდან. 
 ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისათვის პროექტის წერის, მისი ციკლის მართვისა და ფონდების მოძიებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი  უნარ-ჩვევების განვითარება. ტრენინგის მსვლელობის დროს მონაწილეებმა შეიმუშავეს მცირე ინიციატივები. შერჩეული პროექტები დაფინანსდება „ფონდი მდგრადი განვითარებისაგან".
ტრენინგი ასოციაცია ელკანადან და შავი ზღვის ეკო აკადემიიდან (BSEA) მოწვეული ტრენერების მიერ ჩატარდა.  
მცირე პროექტების დასრულების შემდეგ ნოემბერში, ადგილობრივი ლიდერები გაივლიან მონიტორინგსა და შეფასებას და განიხილავენ შესწავლილ გაკვეთილებს.
პროექტი „ლიდერთა აკადემია" ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების 2012 პროგრამის დაფინანსებით, პროგრამა „დემოკრატიის მხარდაჭერა".
წყარო: cenn

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)