აჭარა. ხანდაზმულთა კლუბის ბენეფიციარები ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ. ბენეფიციარებმა მუზეუმში განთავსებული 3500 მდე უნიკალური ექსპონატი დაათვალიერეს.
ექსკურსია ასოციაციამ ,,ღირსეული სიბერემ" პროექტის – ,,ხანდაზმულთა სოციალური ცენტრი" – ფარგლებში მოაწყო (დონორი ევროკავშირი). ორგანიზაცია ხშირად აწყობს ბენეფიციართათვის კულტურულ ღონისძიებებს, საინფორმაციო შეხვედრებს და სხვა ღონისძიებებს, რომელიც საზოგადოების ცხოვრებაში ხანდაზმულთა აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს.