en
ge

დასუფთავების აქცია

დასუფთავების აქცია
სამცხე–ჯავახეთი. ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივას, რომ დაესუფთავებინათ და გაემწვანებინათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მხარი ადგილობრივმა თვითმმართველობამ და ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა აუბეს. აქცია 18 მაისს გაიმართა. ახალგაზრდებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ასევე შეიმუშავეს სოფლიდან ნარჩენების გატანის გრაფიკი. დაიდგა ნაგვის ბუნკერები და ნარჩენების გასატანად გამოიყო მანქანა.

მსგავსი პროექტი ადიგენის რაიონის სოფელ ლელოვანშიც ხორციელდება. სადაც სკოლის მოსწავლეების, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმართველობის თანანამშრომლობით, შემოიღობა სკოლის ეზო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)