en
ge

თელავში გენდერული განათლების საკითხებზე დისკუსია გაიმართა

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დისკუსია - „გენდერული განათლების საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგში" - გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საგანამანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების მოდულის გაუჯობესება და დახვეწა სამოქალაქო გენდერული განათლების კუთხით შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
შეხვედრას  თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, განათლების სამინისტროს, უნივერსიტეტის, სკოლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და გენდერის საკითხებში ექსპერტები ესწრებოდნენ. როგორც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აცხადებენ, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც გასულ თვეში ჩატარებულ შეხვედრებზე  პრობლემების ანალიზის დოკუმენტი შეიმუშავა, რომელიც გენდერული განათლების კუთხით საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს ასახავს. მათივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა რეკომენდაციების მონახაზი, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართვისთვის საზოგადოებაში გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისთვის.
შეხვედრის მონაწილეებმა შემუშავებულ რეკომენდაციებზე და დასავლეთის საგანამათლებლო დაწესებულებებში აპრობირებული სასწავლო პროგრამის ადაპტირებულ ვერსიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, უნდა  შემუშავდეს სამოქმედო გეგმა,  საჯარო სკოლების, სკოლამდელი აღზრდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების მოდულში გენდერული საკითხების, როგორც სავალდებულო პროგრამის ნაწილის, დროულად და ეფექტურად შეტანის თაობაზე.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)