თბილისი. 18 ნოემბერს, ფონდის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) და ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ენერგოეფექტურობის საკითხებზე სემინარი გაიმართა. სემინარი, ძირითადად დაეთმო ენერგოეფექტურობის სარგებლის ანალიზს, სამშენებლო კოდექსების მნიშვნელობას, ევროკავშირის დირექტივების განხილვას და საქართველოში არსებული ვითარების აღწერას, ასევე მერების შეთანხმების მიმოხილვას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში