იმერეთი. 31 ოქტომბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებით დაინტერესებულ ორგანიზაციათა ქსელური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იმ პრობლემების განხილვა, რომელიც ქალაქში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აწუხებთ, მათი გადაჭრის გზების მოძიება და პრობლემების მოგვარებაში კერძო სექტორის გააქტიურება.
ქსელური შეხვედრას ორგანიზება ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალმა გაუწია ერთობლივი პროექტის: ’’თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის’’ ფარგლებში. პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა, პროპაგანდა და მონიტორინგი, პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო’’.
შეხვედრას ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.