თბილისი. 20 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები, ხოლო რელიგიათა საბჭოში მოქმედი რელიგიურ კონფესიებია გაერთიანებული.
საბჭოების წევრებმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მათ წინაშე არსებული პრობლემებისა და აქტუალური საკითხების შესახებ მოახსენეს. საუბარი შეეხო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო ენის სწავლებას, განათლებისა და კულტურის საკითხებს. განიხილეს რესტიტუციასთან დაკავშირებული პრობლემები და ახლო წარსულში მომხდარი დისკრიმინაციული და ქსენოფობიური ინციდენტები.
წყარო: ombudsman.ge