თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით, საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების (ე.წ. „კაბელების") საქმის შესწავლა. „საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, მოცემული სისხლის სამართლის საქმის იმ ნაწილის განსაიდუმლოება, რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდულოებას. ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნეს გამოძიების პროცესში ბრალდებულებისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული ადამიანის უფლებები, მათ შორის, მხარეთა თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, დაცვის მხარისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელმისაწვდომობა", ნათვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: ombudsman.ge