en
ge

„ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე“

25 ნოემბერს, საქართველოს 23 ქალაქში აქცია - „ქალზე ძალადობა დანაშაულია - შეაჩერე" - გაიმართა. აქციის ორგანიზატორია „ქალთა მოძრაობა". აქციის პარალელურად, მონაწილეები ხელს აწერდნენ პეტიციას, რომელშიც იმ აუცილებელ ნაბიჯებზეა საუბარი, რომელიც ხელისუფლებამ ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად უნდა გადადგას.  25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს  16-დღიანი საერთაშორისო კამპანია იწყება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებაა.
პეტიციაზე ხელის მოწერა ნებისმიერ მსურველს, ონლაინ შეუძლია.
პეტიცია
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)