en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსთავის #16 დაწესებულებას ესტუმრნენ

თბილისი. 31 ოქტომბერს რუსთავის #16 დაწესებულებაში ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ,,წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" (GCRT) და ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის" წარმომადგენლები შევიდნენ.  ისინი შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორს, სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს, ,,ა", ,,ბ" და ,,გ" კორპუსებში განთავსებულ მსჯავრდებულებს, აგრეთვე დაწესებულების შესასვლელთან შეკრებილ პატიმართა ოჯახის წევრებს.
,,დაწესებულებაში სიმშვიდეა, პატიმრები უარყოფენ მათი მხრიდან რაიმე სახის არეულობის მცდელობას.  ვიზიტისას შიმშილობდა სამარტოო საკანში მოთავსებული ორი პატიმარი და აგრეთვე მათი თანამოსაკნე რამდენიმე მსჯავრდებული ,,ა" კორპუსზე (...) მათი ძირითადი მოთხოვნა უკავშირდება დირექტორისა და იმ ძველი თანამშრომლების დათხოვნას, რომლებიც ახორციელებდნენ არაადამიანურ მოპყრობას პატიმართა მიმართ, აგრეთვე გარკვეული სახის უკანონო შეზღუდვების დაწესებას ადმინისტრაციის მხრიდან" - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში
განცხადება
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023