თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდისა და შიდსის მკურნალობის ევროპული პედიატრიული ქსელის ორგანიზებით სამდღიანი სემინარი გაიმართა. სემინარში ქართველ პედიატრებთან, ინფექციური დაავადებებისა და ტუბერკულიოზის სპეციალისტებთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის 50 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. სემინარზე განიხილეს თემები: დიაგნოსტიკა, ბავშვებში აივ ინფექციის კლინიკური სიმპტომები, ანტირეტროვირუსული მკურნალობა და ბავშვები, ბავშვისთვის აივ სტატუსის გამღავნება, დედიდან ბავშვზე ინფექციის გადაცემის პრევენცია, აივ ინფექცია და თანდართული სხვა ინფექციები.
წყარო: unicef.ge