en
ge

ახალციხეში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს

სამცხე–ჯავახეთი. 25 ნოემბერს, საქართველოს 23 ქალაქში დაწყებულ კამპანიას –„ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!"– ახალციხეც შეუერთდა.„ნუ გაამართლებ ძალადობას!" „ჩვენ შეგვიძლია ერთად შევაჩერთო ძალადობა!", „პოლიციამ უნდა დაიცვას ქალები ძალადობისაგან!" „ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ ოჯახის საქმე!" „საქართველოში ყოველ მე-11 ქალს სცემენ", - ამ ტრანსპარანტებით ახალციხის ცენტრალურ პარკში არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედია–საშულებებისა და ქალაქის მერიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარემ მარინა მოდებაძემ აქციის მონაწილეებს ქალთა ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პეტიცია გააცნო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად შეიქმნა. მისი საშუალებით საზოგადოება ხელისუფლებას მოუწოდებს, გააცნობიეროს ქალთა ძალადობის პრობლემის სიმწვავე და ეფექტური პოლიტიკა გაატაროს. პეტიციას ხელი აქციის მონაწილეებმა მოაწერეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)