კახეთი. დედოფლისწყაროში საინიციატივო ჯგუფი „დედოფლისწყაროს ქალები" შეიქმნა, რომლის მთავარი მიმართულება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანია დედოფლისწყაროს საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, რათა მოხდეს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტების შემცირება.მათივე თქმით, აქვთ სურვილი, წვლილი შეიტანონ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მოხდეს მათი დახმარებით საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება.ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ და შესაბამის ორგანიზაციებთან დააკავშირებენ.