სამცხე–ჯავახეთი. ორგანიზაციის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ასპინძის მუნიციპალიტეტის დამალის საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფს ჩაუტარდა ტრენინიგი მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.
ტრენინგს უძღვებოდა მცირე გრანტების პროგრამის კოორდინატორი მეგი ბერიძე. ტრენინგის მიზანი იყო საინიციატივო ჯგუფისათვის იმ უნარ–ჩვევების შეძენა, რომელიც გაუადვილებს მათ სააპლიკაციო ფორმის ონლაინ რეჟიმში შევსებას, ბიუჯეტის, განხორციელების გეგმისა და თანადაფინანსების დოკუმენტაციის მომზადებას.