შიდა ქართლი. 30 ოქტომბერს საზოგადოება ,,ბილიკში" რეზო ოქრუაშვილთან გაიმართა შეხვედრა. რეზო ოქრუაშვილი გორის მუნიციპალიტეტთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის და ახლად შექმნილი სამოქალაქო გაერთიანების „გორის დარბაზის" წევრიცაა. შეხვედრაზე მან მოზარდებს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რას საქმიანობს საზოგადოებრივი დარბაზი, რა ფორმით შეუძლიათ ითანამშრომლონ მათთან და წარუდგინონ ინიციატივები.
შეხვედრა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (USAID / PH International) მოეწყო და მისი მიზანი სამოქალაქო საზოგადოებოს როლზე დიალოგი და გამოცდილების გაზიარება იყო.
წყარო: ორგანიზაცია „ბილიკის" ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში