en
ge

კატო მიქელაძის პრემიის მფლობელი დღეს გახდება ცნობილი

თბილისი. ქალთა ფონდი საქართველოში, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს საქართველოში კატო მიქელაძის სახელობის პრემიას გადასცემს. დაჯილდოების ცერემონია თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში", დღეს, 17:00 საათზე შედგება.
პრემიის გადაცემის მიზანი ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა თაობის წახალისებაა.
კატო მიქელაძის სახელობის პრემიაზე წელს 11 ქალია წარდგენილი - ანა აბაშიძე; ქეთევან ხიდაშელი; იდა ბახტურიძე; ხათუნა ბეჭვაია; ნაზი ბერუაშვილი; მარინა თაბუკაშვილი; მარიამ თედლიაშვილი; ნატალია კოპალიანი; თამთა მელაშვილი; ლიანა ჩლაჩიძე; ლიანა ჯაყელი.
წელს პრემიის გადაცემის ცერემონიას ქალთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ფანცულაია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბახი და სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე დაესწრებიან.
წლევანდელი ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ტარდება და მისი მხარდამჭერები ნიდერლანდების საეჩო საქართველოში და გაეროს ქალთა ორგანიზაცია არიან.
კატო მიქელაძის სახელობის პრემია პირველად 2013 წელს გაიცა და მისი მფლობელი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე აღდგომელაშვილი გახდა.
წყარო: ginsc.net

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)