en
ge

ოზურგეთში ხანდაზმულთა სახლის ახალი სტანდარტი ინერგება

გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებულ ხანდაზმულთა სახლში ახალი სტანდერტები ინერგება, ამ მიზნით მომუშავე პერსონალს ტრენინგები ჩაუტარდა ოკუპაციური თერაპიის საკითხებში. 
ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: ფიზიკური გარემოს შეფასება და მისი როლის განსაზღვრა  ხანდაზმულთა სახლში; ხანდაზმულების ფუნქციური უნარების შეფასება და მათი მნიშვნელობა ხანდაზმულთა კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის, რომელიც გულსიხმობს აქტიურ მოხუცებულობას; ჯგუფური შეხვედრები ხანდაზმულებთან თერაპიული მიზნით; ინდივიდუალური შეხვედრები ხანდაზმულებთან კმაყოფილების ხარისხის განსასაზღვრად; მომუშავე პერსონალთან შეხვედრა და განვითარების გეგმებზე მუშაობა; განვითარების გეგმების მონიტორინგი; ჯგუფური თერაპიული შეხვედრა მომუშავე პერსონალთან; დღის აქტივობის  გაწერა, იმ აქტივობების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს ხანდაზმულთა ინტერესებს და შესაძლებლობებს; რეკომენდაციების შემუშავება და მოდელირებითი სწავლება მომუშავე პერსონალისთვის, რომელიც ასევე გულისხმობს ხანდაზმულთა კეთილდღეობის ხარისხის და ზრდას პროფესიონალურ ჭრილში; ახალი სამუშაო მიზნების დასახვა და დავალებების გაცემა მომუშავე პერსონალისთვის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)