en
ge

გამოფენა: „მახარაძიდან ოზურგეთამდე“

გურია. 28 ნოემბერს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიხსნა ფოტოგამოფენა – „მახარაძიდან ოზურგეთამდე". ფოტოგამოფენის ორგანიზატორები იყვნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1960–იან წლებში გადაღებული ქალაქ მახარაძის შენობებისა და ქუჩების ამსახველი ფოტოები, რომლებიც ოზურგეთის მუზეუმის ფონდებშია დაცული, ამავე დროს გამოფენილი იყო ამავე ადგილების ამსახველი თანამედროვე ფოტოები. ფოტოგამოფენის მიზანი იყო წლების განმავლობაში ქალაქში მომხდარი ურბანული ცვლილებების წარმოჩენა. ფოტოგამოფენა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 26 დეკემბრამდე გაგრძელდება.
წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023