en
ge

კიდევ ერთი ონლაინ–კონფერენცია ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. 1 ნოემბერს, სოციალურ ქსელში (facebook) ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე, პროექტ ,,გამჭირვალე თვითმმართველობის" ფარგლებში  მორიგი ონლაინ–კონფერენცია გაიმართა. მოსახლეობის შეკითხვებს  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მალხაზ ასპანიძემ უპასუხა. შეკითხვები შეეხებოდა სანიაღვრე არხების, სასმელი წყლის, ლიფტის, სპორტული მოედნების მოწყობას და კერძო საკუთრების საკითხებს. კონფერენცია დიდი აქტივობის ფონზე მიმდინარეობდა. მასში ჩაერთო  როგორც სოფლის, ასევე ქალაქის მაცხოვრებლები.  
პროექტი „გამჭვირვალე თვითმმართველობა" ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის" მიერ. მისი მიზანია გააადვილოს  თანამშრომლობა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)