en
ge

დანიელა რიფი იმერეთის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების საქმიანობას გაეცნო

იმერეთი. 31 ოქტომბერს, ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი  დანიელა რიფი და სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი, მარინა უშვერიძე. 
იმერეთის  რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების  წევრებმა სტუმრებს  კლუბების საქმიანობის პრეზენტაცია წარუდგინეს, ასევე ისაუბრეს პროგრამის მიმდინარეობის და წარმატებების შესახებ. შეხვედრის ბოლოს ქ-მა დანიელამ შეხვედრაზე მყოფ საზოგადოებას მიმართა, ისაუბრა  სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე და დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი,  საჯარო სკოლის დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები.
სრულად
წყარო: civics.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)