en
ge

საჯარო ლექცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეთიკის შესახებ

თბილისი. 2 დეკემბერს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ეთიკა - საკვანძო საკითხები სოციალური მუშაკებისა და იურისტებისთვის". შეხვედრაზე განიხილეს ეთიკის საკითხები და პრინციპები როგორც ევროპულ, ისე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემებში. აქცენტი გაკეთდა ეთიკურ პრინციპებსა და ამ მიმართლდებით მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკებისა და იურისტების ძირითად გამოწვევებზე.
საჯარო ლექცია ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" - ფარგლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით.
წყარო: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)