en
ge

კონფერენცია დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე

თბილისი. 3 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე. მასში მონაწილეობას იღებდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები, ადვოკატები და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.
კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპულ სტანდარტებსა და ევროპული კომისიის ზოგად რეკომენდაციებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, ასევე, საქართველოში დისკრიმინაციასთან ბრძოლის არსებულ მექანიზმებზე და ადვოკატირების მაგალითებზე.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან: ევროპის საბჭო, ევროკავშირი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტი „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა" (EWMI/JILEP), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა (ABA ROLI) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)