en
ge

ქალთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს მოსწავლეებმა

გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ლანჩხუთის ლიდერთა სკოლის მოზარდებმა ქალთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ერთგვარი კონფერენციაც მოაწყვეს და სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად დაწერილი ესეები და თემები წაიკითხეს. თითოეული მათგანი ცალკეულ შემთხვევასა და ფაქტს ასახავდა.
მოსწავლეებს შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით მოწვეული ჰყავდათ სკოლის ერთ–ერთი მანდატური, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა ბავშვებს, რომლის შემდგომაც გაიმართა დისკუსია. ღონისძიება სკოლის ეზოში აქციით დასრულდა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023