en
ge

ტრენინგი სოციალური მედიის საკითხებზე

სამცხე–ჯავახეთი. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში 3 და 4 ნოემბერს ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში სოციალური მედიის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულები ქეთი გიგაშვილი და თეა გამეზარდაშვილი. ხოლო მონაწილეები იყვნენ ახალციხის საჯარო სკოლების ათი და სოფელ აწყურის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე, რომლებიც ასისტენტობას უწევდნენ ტრენერებს.პირველი დღე დაეთმო თეორიულ საკითხებს: რა არის სოციალური მედია, მასმედია, ბლოგი, როგორ უნდა განათავსონ ინფორმაცია ბლოგზე და როგორ გამოიყენონ სოციალური მედიის საშუალებები. მეორე დღე პრაქტიკული მუშაობით გაგრძელდა. მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგები, ისწავლეს ბლოგებზე ინფორმაციის განთავსება და ბლოგის სწორად გამოყენება.ტრენინგის მეორე დღეს მოსწავლეებმა შეაფასეს ერთმანეთის იდეები – თუ რა სახის ინფორმაციის განთავსებას აპირებდნენ ბლოგზე და დაუწერეს ერთმანეთს კომენტარები შეფასების ფურცლებში. ბოლოს კი შეავსეს ტრენინგის შეფასების ონლაინ აპლიკაცია.პროგრამის – „სოციალური მედიის განვითარება რეგიონულ დონეზე" – ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური მედიის ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სხვა დაინტერესებული მიზნობრივ ჯგუფებისათვის.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)