en
ge

დისკუსია თელავში: „ქალები გადაწყვეტილებების მიღმა“

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა დისკუსია თემაზე: ქალები გადაწყვეტილებებს მიღმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება . შეხვედრაზე საუბარი ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასა და მათი საკითხების ლობირებას შეეხო.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Gender Justice''- ს საქართველოს წარმომადგენლის რუსუდან კირვალიშვილის განცხადებით – ,,შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებული საარჩევნო სისტემისა და შიდა პარტიული დემოკრატიის გენდერული ასპექტების განხილვა, რომელიც არ ქმნის კონკურენტუნარიან გარემოს ქალი კანდიდატებისათვის. ჩვენ ვმსჯელობთ იმ საკითხებზე, რომელმაც შეიძლება მოიტანოს მეტი თანასწორობა, ქალთა უფლებების რეალიზაცია, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე მათი მეტი მონაწილეობა, რაც ქვეყნისთვის გაცილებთ დიდი შედეგის მომტანი იქნება", - განაცხადა კირვალიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ ნახა ფონდი „ტასოს" მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი: „შინ და უკან", რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. სპიკერებმა და მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტური კვოტირების სისტემასა და მის უპირატესობებზე. აგრეთვე იმ კულტურულ და სტერეოტიპულ მიდგომებზე, რაც ხელს უშლის ქალთა კონკურენტულ მონაწილეობას არჩევნების პროცესში, ისევე როგორც ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
შეხვედრის ბოლოს მომზადდა წინადადება პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი კომისიის სახელზე მოთხოვნით - წარუდგინონ საზოგადოებას მათი კომისიის საქმიანობის ანგარიში, თუ რამდენად შეესაბამება იგი პირველად დოკუმენტსა და სამოქმედო გეგმას, რომელიც დაარსებისას მიიღო.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)