en
ge

საია სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 
„საია შეშფოთებას გამოთქვამს იმ მდგომარეობის გამო რასაც უკანასკნელ პერიოდში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში აქვს ადგილი, სადაც მუსლიმანურ და ქრისტიანულ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე ურთიერთობა დაიძაბა...", ნათქვამია განცხადებაში. 
საია მიიჩნევს, რომ სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების დროს დაირღვა რელიგიური უმცირესობების უფლებები და მიაჩნია, რომ  ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა ადეკვატური საშუალება, რათა საფრთხე არ შეექმნას რელიგიის თავისუფლების განხორციელებას. 
ორგანიზაცია გამოთქვამს იმედს, რომ „...არსებული ვითარება სახელმწიფოს ჩარევით უახლოეს მომავალში განიმუხტება და ყველა რელიგიურ კონფესიას ექნება საკუთარი უფლებების მაქსიმალურად თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა".
განცხადება
წყარო: gyla.ge 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)