en
ge

კონფერენცია - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“

თბილისი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია - „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად". კონფერენციის მონაწილეებს NDI - იმ საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ 2014 წლის ნოემბრის კვლევის შედეგები გააცნო. კონფერენციაზე ყურადღება დაეთმო პარტიების ხედვას ქალების წარმომადგენლობის გაზრდას პარტიის სტრუქტურაში. ასევე, განხილული იქნა სამუშაო ჯგუფის - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში" - ხედვა იმ მექანიზმების შესახებ, რომელიც ქალთა მონაწილეობისა და თანაბარი წარმომადგენლობისთვის სათანადო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე, შვედეთის ელჩი საქართველოში მარტინა ქუიქი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, გენდერული სამართლიანობის ხელმძღვანელი რუსუდან კერვალიშვილი და ასევე პარლამენტის, მთავრობის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები
წყარო: ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)