თბილისი. საზოგადოებრივმა მოძრაობამ „პარტიზანულმა მებაღეობამ" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „პარტიზანი მებაღეები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს სახელმწიფოს ქმედებებს საყდრისის მცველების სრულ იგნორირებაზე და კანონის დარღვევებით დაწყებულ ქმედებებზე.
ასე ხომ ყველაფერს გადაუვლიან და გადათელავენ? ისტორიულ ძეგლებს, ბუნებას, ყველაფერს, რითიც ვამაყობთ, რის გამოც გვიყვარს ქვეყანა, რასაც ვიცავთ. ვიცავთ ვისგან? ჩვენი არჩეული ერთეული ჩინოვნიკებისგან. ყველაზე საშიში მტრისგან. ეს ისევ ჩვენ უნდა შევაჩეროთ. ეს მარტივია. ეს ჩვენი ვალია, მოქალაქეების. ნუ ვიქნებით გულგრილი და შევძლებთ", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში