en
ge

ტრენინგი გენდერის თემაზე თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებისთვის

თბილისი. 12 დეკემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სწავლება გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.
ტრენერი მონაწილეებს ესაუბრა გენდერული თანასწორობის ზოგადი პრინციპების, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია №1325–სა და ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ.
მონაწილეები, ასევე, გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განსახორციელებელი 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ შესრულებულ საქმიანობებს.
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)