en
ge

„საზოგადოება და ბანკების“ შეხვედრები რეგიონებში

აჭარა. 15 დეკემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკებმა", საკონსულტაციო ცენტრის ფარგლებში, ბათუმში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა გამართა.
შეხვედრის მიზანი მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლება იყო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ კვალიფიციური რჩევები საბანკო პროდუქტებისა და პროცედურების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მისი დასრულების შემდეგ ორგანიზაციის საბანკო პროდუქტების ექსპერტმა მსურველებს, ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მონაწილეებმა საზოგადოებაში არსებული პრობლემებიც განიხილეს, რაც ბანკთან ურთიერთობისას დღევანდელ სინამდვილეში ყველაზე გავრცელებულია. დამსწრეთა დიდ ნაწილს საზოგადოებრივი დარბაზების წევრები წარმოადგენდნენ.
„საზოგადოება და ბანკები" მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გეგმავს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)