en
ge

ბიოლის ფონდმა და თბილისის საკრებულომ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმეს

თბილისი. 16 დეკემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს ქუჩების სახელდების გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნულ კამპანიაში მუნიციპალიტეტების ჩართულობას. ის ასევე ითვალისწინებს, რომ ქუჩებისთვის/მოედნებისთვის სახელის დარქმევისას პრიორიტეტი მიენიჭოს იმ გამოჩენილი ქართველი ქალების სახელებს, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა საზოგადოებრივ მეხსიერებაში ფაქტობრივად დავიწყებულები არიან. ზემოთაღნიშნული პოლიტიკის შემუშავების მიზანი გენდერული თანასწორობის პრინციპების საზოგადოებრივ პოლიტიკაში გატარება და ურბანული დაგეგმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა.
საკრებულოში ასევე მოეწყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „50 ქალი საქართველოდან" გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო საზოგადო მოღვაწე ქალების ფოტოები და მათი ბიოგრაფიები.
წყარო: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)