en
ge

შეხვედრები ლანჩხუთის, ფოთისა და ხობის საჯარო სკოლების პედაგოგებთან

საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ეკოხედვამ" ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტის ფარგლებში გამართა შეხვედრები ლანჩხუთის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან. ორგანიზაციამ მათ მიაწოდა ინფორმაცია პროექტისა და ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision" წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს გააცნეს 2014-2015 სასწავლო წლის საერთაშორისო კონკურსის თემა, ნომინაციები და პირობები. პედაგოგებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილების შესახებ გარემოსდაცვითი განათლების სფეროში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023