en
ge

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსის განსაზღვრა

აჭარა. 6 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო შეხვედრა/დისკუსია თემაზე - „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტტუსის განსაზღვრა". როგორც შეხვედრის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წლის ბოლომდე „მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილება უნდა შევიდეს და ტელევიზიის სტატუსი საბოლოოდ განისაზღვროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგიონული არხის ფუნქციონირების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. არასამთავრობო სექტორმა, იურისტებმა, კანონმდებლებმა, ჟურნალისტებმა ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრეს. „დემოკრატიის ინსიტუტის" მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 76%-მა ტელევიზიის რეგიონალურ საზოგადოებრივ მაუწყელად ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი. არის ვერსია, რომ იგი უნდა გაიყიდოს, გადაკეთდეს შპს-დ ან დაიხუროს, რადგან აჭარის ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება მისი შენახვა.
დისკუსიში მონაწილეობდნენ :აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის ინსტიტუტის" თავმჯდომარე -გენო გელაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ხელმძღვანელი - ასლან ჭანიძე, მედია ექსპერტი - ამირან კიღურაძე. ასევე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სტუდენტებისა და მედიის წარმომადგენლები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)