თბილისი. 19 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, კამპანიამ „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" აქცია გამართა. კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციებმა „კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია ფარული მიყურადების კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ,,ეს შენ გეხებას" წევრების განცხადებით საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ისინი 30 ნოემბერს მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ", ნათქვამია „სიდას" გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: „სიდას" გვერდი სოციალურ ქსელში