en
ge

ზუგდიდში ადამიანის უფლებებზე კინოფილმების ჩვენება გაიმართა

სამეგრელო.ზუგდიდში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის" 6 ნოემბერს კინოთეატრ „ატრიუმში" ოთხდღიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება დაასრულა. ორგანიზაციის „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის" დირექტორის, გურამ ჩიხლაძის თქმით, ნაჩვენები იყო 6 დოკუმენტური ფილმი, რომელიც ძირითადად ადამიანის უფლებებს და  საზოგადოების პაუხისმგებლობას ეხებოდა. „პროექტის მიზანია საზოგადოებაში გაჩნდეს და გაღრმავდეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დონე და საზოგადოება არ უნდა დარჩეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიღმა", აღნიშნა გურამ ჩიხლაძემ.
კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)