ქვემო ქართლი. 7 ნოემბერს დებატ-კლუბის მორიგი შეხვედრა ჩატარდა. მონაწილეებმა გააკეთეს გუნდებში პრეზენტაცია იმაზე, თუ მათი წარმოდგენით როგორი უნდა იყოს საჯარო გამოსვლა და თავად მომხსენებელი. შემდეგ კი ტრენერებისგან მოისმინეს რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავხადოთ მოხსენება მეტად ეფექტური. შემდეგი კვირისთვის მათ მიიღეს დავალება, რომ გააკეთონ ორწუთიანი პრეზენტაცია მათთვის სასურველ თემაზე.
მოსწავლეთა დებატების კლუბი 25 მარტიდან სიქა-ს ინციციატივით ფუნქციონირიებს. კლუბში მონაწილეობას დებატების ხელოვნებით დაინტერესებული 18-მდე ახალგაზრდა იღებს რუსთავიდან, თბილისიდან და გარდაბნიდან.
წყარო: დებატ–კლუბის გვერდი სოციალური ქსელში