en
ge

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წლიური ანგარიში

კახეთი. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურომ საზოგადოებას წლიური ანგარიში წარუდგინა. 9 თვის განმავლობაში საინფორმაციო ცენტრმა 50-მდე სხვადასხვა სახის შეხვედრა და ღონისძიება გამართა.
კახეთის ბიუროს ხელმძღვანელის ერეკლე როსებიშვილის თქმით, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურო აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო კლუბებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მედია საშუალებებთან. მისივე თქმით, საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობის ინფორმირებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კვლავ გააგრძელებს.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიურო 2014 წლის მარტში დაარსდა. ეს საინფორმაციო ცენტრის მეოთხე რეგიონული წარმომადგენლობაა. საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროების მიზანია მოსახლეობაში აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რათა მოქალაქეებისათვის ინფორმაცია იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და შესაბამისად, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა იყოს გაცნობიერებული.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)