en
ge

სტუდენტების განწყობების კვლევა თესაუში

კახეთი. გერმანიის საერთაშორის თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების განწყობების კვლევა ტარდება. კვლევითი სამუშაოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობს.
თესაუს პროფესიული პროგრამების (ფარმაცევტის თანაშემწე, მეტყევე) სტუდენტებს კითხვარი დაურიგდათ, რომელიც პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით მათი განწყობების კვლევას ითვალისწინებს.
კვლევაში მონაწილე სტუდენტების შერჩევა შემთხვევითობის პრინციპით მოხდა, რომელთა პასუხებიც კონფიდენციალურია.
საკითხები ძირითადად საუნივერსიტეტო გარემოს ეხება, მაგალითად რა არის ის ძირითადი პრობლემა და ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც სტუდენტი ისურვებს, რას შეცვლიდა თავის პროფესიულ სასწავლებელში, რა დამატებითი აქტივობები შეიძლება მათთვის საინტერესო იყოს და სხვა მსგავსი საკითხები.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)