სამცხე–ჯავახეთი. 23 დეკემბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინიციატივო ჯგუფ „მესხ ქალთა გაერთიანებისა" და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა შეხვედრა გაიმართეს. „სოლიდარობა ძალადობის მსხვერპლს ქალებს" – ამ სახელწოდებით გაჟღერებულ შეხვედრაზე, მისმა ორგანიზატორებმა, ძალადობის კუთხით ბოლო დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ძალადობის მსხვერპლთა მიმართ, სოლიდარობის გამოჩენა აუცილებელია. შეხვედრაზე ასევე მონაწილეებმა სხვადასხვა დროს, ჩაგრულთა მიმართ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობის გამოჩენის შემთხვევებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, მათ ფილმი, სახელწოდებით, ,,სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები" ნახეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.