თბილისი. თბილისის #202 უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლაში ხორციელდება პროექტი „სივრცეში ორიენტაციის განსავითარებელი სკვერი უსინათლოთა და მცირემხედველთათვის". ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი სკოლის მასწავლებელთათვის სკვერის ექსპლუატაციის და ტაქტილური რუკების გამოყენების შესასწავლად. ტრენინგს პოლონელი ტიფლოსპეციალისტი მარეკ იაკუბოვსკი ატარებს.
პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ვიმეგობროთ" ახორციელებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტი 2013 წელს დასრულდება.
წყარო: ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში