en
ge

IDFI–ს სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სოციალურ ქსელში ორგანიზაციის ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ინსტიტუტის სარჩელის განხილვის შესახებ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ, დღეს საქმეზე IDFI საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, სრულად დააკმაყოფილა ინსტიტუტის სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა სრულყოფილად გასცეს ინფორმაცია, 2013 წელს სამინისტროს თანამდებობის პირებზე (მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები) დარიცხული პრემიების და დანამატების შესახებ ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით თვეების მიხედვით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულყოფილად აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)