en
ge

კონფერენცია – „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პერსპექტივები“

თბილისი. 24 დეკემბერს, ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ" და თვითმმართველობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს ღონისძიება „თვითმმართველობის რეფორმის გამოწვევები - თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პერსპექტივები".
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ცვლილების პროექტის შესახებ, რომელიც თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესებას და სოფლის საზოგადოებრივი დარბაზების შექმნას ითვალისწინებს. ასევე, გაიმართა პროექტის „თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობის" ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგების პრეზენტაცია.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეების, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით თვითმმართველობაში მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმების გადახედვას და „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის" შესახებ ახალი კანონპროექტის მომზადებას, რომელიც დეკემბერის ბოლოს განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.
ადგილობრივ ორგანოებსა და მოსახლეობას შორის კავშირის გაძლიერებისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ცხრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის ყველა რეგიონის ქალაქებსა და სოფლებში 200-ზე მეტი საკონსულტაციო შეხვედრა და მრგვალი მაგიდა ჩაატარა.
სრულად...
წყარო: droa.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)