en
ge

„ერთად დავამარცხოთ ფაშიზმი და რასიზმი – გამოხატე შენი პოზიცია“

თბილისი. 9 ნოემბერს „რასიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძლოლის’’ საერთაშორისო დღე აღინიშნება. მას მიეძღვნება ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და კომპანია „Aqua-Geo”-ს პარტნიორობით დაგეგმილი პროექტის – „ერთად დავამარცხოთ ფაშიზმი და რასიზმი- გამოხატე შენი პოზიცია"– წარმოდგენა.
პროექტის ფარგლებში რვა ფეხბურთის გუნდი, რვა სხვადასხვა ეთნიკური და ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენლები, შეხვდებიან ერთმანეთს ფეხბურთის ტურნირის განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში. ღონისძიების მიზანია  სამართლიანობის, კაცთმოყვარეობის მესიჯის გავრცელება სხვადასხვა სქესისა და ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური და ეკონომიკური კუთვნილების ადამიანებს შორის, ასევე ჩართულობის, ჯანმრთელი ცხოვრების წესისა და ტოლერანტობის პოპულარიზება.
ღონისძიება 9 ნოემებერს 12 საათზე დაიწყება.
სრულად
წყაროო: „დრონის" გვერდი სოცალური ქსელი 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023