en
ge

ტიმოთი სნაიდერის წიგნის თარგმანის პრეზენტაცია

თბილისი. 24 დეკემბერს, ლიტერატურის მუზეუმში ტიმოთი სნაიდერის წიგნის - „სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის" - თარგმანის პრეზენტაცია შედგა.
„ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ.
თავის ნაშრომში ტიმოთი სნაიდერი მეოცე საუკუნის ამ სისხლიან სტატისტიკას წარმოგვიდგენს და საშუალებას გვაძლევს ისტორიული ცნობების მიღმა ცალკეული ადამიანები დავინახოთ", ნათქვამია წიგნის აღწერაში.
წიგნი ითარგმნა და გამოიცა „რადარამის" მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ბიოლის ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)