en
ge

,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ - ტრენინგი თელავში

კახეთი. 25 დეკემბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლებმა 2 დღიანი ტრენინგი დაასრულეს თემაზე: ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე”. ღონისძიებაში მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრე ახალგაზრდებს დაურიგდათ აღნიშნულ თემაზე საინფორმაციო ბუკლეტები და წიგნები. საინფორმაციო ბუკლეტებში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებია ასახული, რომლის მიზანს საქართველოში სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მასშტაბების ანალიზი წარმოადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ანალოგიური სახის ტრენინგებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც ახორციელებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)