თბილისი. 19 ნოემბერს, ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო" ოფისში პროგრამის – „აღმოსავლეთი–აღმოსავლეთი საზღვრებს გარეშე" – ფარგლებში გაიმართება სემინარი ჟურნალისტებისთვის ბავშვებზე ძალადობის საკითხებზე. სემინარს ჩაატარებს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდიდან. სემინარზე ყურადრება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე: ბავშვის თვალით დანახული ძალადობა - რას ამბობენ, ფიქრობენ და გრძნობენ ბავშვები საკუთარ თავზე, დიდებზე, ცხოვრებაზე; ძალადობის ზეგავლენა ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე; საზოგადოების როლი ძალადობისაგან ბავშვის დაცვაში; მედია და ბავშვები: როგორ გავაშუქოთ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები ისე, რომ არ ვავნოთ.