აჭარა. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით 3 ნოემბერს ბათუმში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სტუდენტურ დებატების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. აღნიშნული შეხვედრის დროს სტუდენტები გაეცნენ დებატების წესებს და იმ თემებს, რომელზეც ნოემბრის ბოლოს იდებატებენ.
სტუდენტური დებატები იმართება პროექტის: სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისთვის: დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა საქართველოში - ფარგლებში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: participate.ge