აჭარა.10 იანვარს, „სახელმწიფო 3.0 რეფორმების ახალი ტალღა'' - პროექტის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია გაიმართა. პროექტი, რომელსაც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი'' ახორციელებს, მიზნად ისახავს პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებას და ამ პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას. 12 თვითმმართველ ქალაქში ახალგაზრდული ჯგუფები ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სისტემისა და ეკონომიკის მიმართულებით იმუშავებენ, საუკეთესო მონაწილეებს და ლიდერებს კი საერთაშორისო დონის სერტიფიკატები და დიპლომები გადაეცემათ.