იმერეთი. 7 ნოემბერს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს საქველმოქმედო აქციას: „წიგნები ბავშვებს". აქციაში 26 პირმა მიიღო მონაწილეობა. აქცია მოეწყო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდ „ბრეს (Breath) საქართველოს" ბაზაზე არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის.
აქციის ფარგლებში ქველმოქმედებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის №3, ოცხელის სახელობის №2, №7, საჯარო სკოლებებმა, №1 კერძო სკოლამ და აკ. წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, შეგროვდა წიგნები ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა აქციის შედეგად შეგროვილი წიგნები გადასცეს მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ აღსაზრდელებს.
წყარო: kedec.ge