სამეგრელო. „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების
პროგრამის" ფარგლებში მარტვილის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გამართეს
აქცია სახელწოდებით „არა ნიკოტინს". კლუბის
წევრებმა მარტვილში დაარიგეს სპეციალურად დამზადებული ბუკლეტები ნიკოტინის მავნებლობის
შესახებ, რომელიც მათ მიერ მოძიებული მასალით იყო შედგენილი. ამ აქციით მოსწავლეებმა
კიდევ ერთხელ მოუწოდეს საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ.
ამავე დღეს,
2 ნოემბერს, მარტვილის მუზეუმის საკონფერენციო
დარბაზში ჩატარდა შეხვედრა პოლონელ მოხალისესთან.
მან ისაუბრა მოხალისეობის არსზე და მნიშვნელობაზე,
რაც სამოქალაქო განათლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე გააკეთა პოლონეთის
კულტურისა და ტრადიციების შესახებ პრეზენტაცია.